ისრაელმა ბეირუთის ცენტრალურ ნაწილს დაარტყა, დაიღუპა ექვსი ადამიანი

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა, - ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელმა განაცხადა, რომ მან ზუსტი საჰაერო დარტყმა განახორციელა ბეირუთზე. Reuters-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მასიური აფეთქების ხმა გაიგონეს. უსაფრთხოების სამსახურის წყარომ კი სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ბეირუთის ცენტრში, პარლამენტთან ახლოს მდებარე შენობა იყო.

სამი რაკეტით დაარტყეს ასევე ბეირუთის სამხრეთ ნაწილს, დაჰიეს გარეუბანს, სადაც ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.

ლიბანის მთავრობის სტატისტიკის თანახმად, ლიბანში 1 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9 000-ზე მეტი დაიჭრა საზღვრისპირა ბრძოლების დაწყების შემდეგ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, აქედან უმეტესობა ბოლო ორ კვირაში დაფიქსირდა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიქათმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების გამო, დაახლოებით 1.2 მილიონი ლიბანელი იძულებით გადაადგილდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს