თინა ბოკუჩავა ირლანდიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, ირლანდიაში, დუბლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თინა ბოკუჩავა ირლანდიაში, დუბლინში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას ესწრება.

„საპარლამენტო ასამბლეა ასობით პარლამენტარს აერთიანებს ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან, რათა ყურადღება გაამახვილონ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე.

საპარლამენტო ასამბლეა ეძღვნება ჰელსინკის დეკლარაციის 50 წლის იუბილეს, რომელმაც ეუთო შექმნა და ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განხილული იქნება რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ხელისუფლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისკენ მოუწოდებს.

თინა ბოკუჩავა ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა“, - აღნიშნულია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს