ოქტობერფესტი 2024 - 28-29 სექტემბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდმა „ლოვენბრაუმ“ უმასპინძლა

28-29 სექტემბერს, დედაენის ბაღში გერმანული ფესტივალი ოქტობერფესტი გაიმართა. ოქტობერფესტის განწყობა საქართველოში ტრადიციულად „ლოვენბრაუს“ მოაქვს. 2 დღის განმავლობაში ლუდის მოყვარულთათვის ნამდვილი ბავარიული დღესასწაული მოეწყო. ღონისძიებაზე ოქტობერფესტის განწყობა მუსიკამ, სპეციალურმა თამაშებმა და „ლოვენბრაუმ“ გემრიელ კერძებთან ერთად შექმნა.

„ოქტობერფესტი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაულია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. წლების წინ გადავწყვიტეთ საქართველოში ყოველწლიურად ჩაგვეტარებინა ოქტობერფესტი. ვცდილობთ განვავითაროთ ლუდის მოხმარების კულტურა, ლუდის ინდუსტრია და, რა თქმა უნდა, ოქტობერფესტი მეგობრებთან შეხვედრის, ემოციების, სიხარულის გაზიარების დღესასწაულია. „ლოვენბრაუს“ გარეშე ოქტობერფესტი წარმოუდგენელია და სწორედ „ლოვენბრაუ“ იყო დღესასწაულის მასპინძელი საქართველოში. ლუდი „ლოვენბრაუ“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ განსაკუთრებული ტრადიციის საქართველოში ინტეგრაციის კუთხით და ჩვენ ვამაყობთ, რომ ვუმასპინძლეთ ღონისძიებას, რომელიც უფრო და უფრო მასშტაბური გახდება. წელს პირველად ფესტივალი საჯარო იყო და ნებისმიერ მსურველს „ლოვენბრაუ“ მასპინძლობდა,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის საკრებულის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და „ეფეს საქართველოს“ გენერალურ დირექტორთან ველი დინჩელთან ერთად კასრის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური კონკურსის ფარგლებში, ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა „ლოვენბრაუს“ სოციალური გვერდისთვის გამოეგზავნა იდეა, რაც მათი აზრით “ლოვენბრაუს” გვერდს მოუხდებოდა (ვიდეო, ფოტო/ფოტოკოლაჟი ან ტექსტი “ლოვენბრაუს” შესახებ). საუკეთესო იდეების ავტორებმა ფინალში სწორედ 28 სექტემბერს, ოქტობერფესტის ფარგლებში ნამდვილ ბავარიულ თამაშებში იასპარეზეს. დასასრულს, გამოცხადდეა დღის კონკურსის გამარჯვებული, რომელსაც მიუნხენში ოქტობერფესტზე გამგზავრების პრიზი გადაეცა.

ორი დღის განმავლობაში ღონისძიება ასევე მოიცავდა გურმანული კერძების მრავალფეროვნებას, “ლოვენბრაუს“ ჩამოსასხმელ ლუდს, საინტერესო სოციალურ აქტივობებს, ცოცხალ მუსიკას და DJ-ს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბავარიულ თამაშებში მიეღოთ მონაწილეობა. ოქტობერფესტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სახალხო ფესტივალია, შეიძლება ითქვას მსოფლიოს უდიდესი გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება.

ოქტობერფესტი 200-წლიანი ბავარიული ტრადიციაა, რომელიც ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა. აქ ყოველწლიურად იკრიბებიან ლუდის მოყვარულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მიიღონ დაუვიწყარი მიუნხენური გამოცდილება. „ლოვენბრაუ“ ერთ-ერთია იმ 6 ლუდსახარშს შორის, რომლებსაც ოქტობერფესტში მონაწილეობის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ „ლოვენბრაუ“ ყოველ ოქტობერფესტზე იყიდება 1810 წლიდან.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო