4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს

4-5 ოქტომბერს წინანდლის მამულში უკვე მეორედ გაიმართება შვეიცარიული ასოციაციის „Grand Jury Du Vin”-ის ღვინის სიმპოზიუმი. 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში, მასპინძლობდა. 2023 წელს სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივით და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ღვინის სიმპოზიუმი პირველად წინანდლის მამულში გაიმართა და დამკვიდრდა, როგორც ყოველწლიური ტრადიცია.

ამ პერიოდის განმავლობაში წინანდლის მამული, როგორც ღონისძიების თანაორგანიზატორი, უმასპინძლებს ღვინის ყველაზე ცნობილ პროფესიონალებს მსოფლიოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან . სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ სომელიეები, ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები და ღვინის ენთუზიასტები, რომლებიც შარშან ბორდოს, წელს კი, ბურგუნდიულ ღვინოებს, შეაფასებენ. აღსანიშნავია, რომ რიგით მეორე სიმპოზიუმზე ბურგუნდიულ ღვინოსთან ერთად შეფასებული იქნება ქართული ღვინოს ჯიშები, კერძოდ, საფერავი და ქვევრის ღვინოები. ასევე, პირველად მოხდება საუკეთესო ჩინური ღვინოების დეგუსტაციაც.

ღვინის სიმპოზიუმი ასევე მოიცავს კულტურულ პროგრამას, კერძოდ, 2 დღის განმავლობაში სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ“-ის განსაკუთრებულ სივრცეში ჩატარდება როგორც კლასიკური? მუსიკისა და ჯაზის კონცერტები, ასევე ქართული ფოლკლორის საღამო სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის მონაწილეობით. სტუმრებსასევე საშუალება ექნებათ დაესწრონ „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფის, ირაკლი ასათიანის, მიერ მომზადებულ გალა ვახშამს, სადაც თითოეული კერძიდამსწრე საზოგადოებისთვის აღმოჩენა იქნება.

„წინანდლის მამული კიდევ ერთხელ აერთიანებს წამყვან მეღვინეებს, ექსპერტებს, სომელიეებს, ჟურნალისტებს და კრიტიკოსებს, რომლებსაც უდიდესი გავლენა აქვთ ღვინის ინდუსტრიაზე. ჩვენ შარშან უკვე გავაკეთეთ განაცხადი და საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ ღვინის სიმპოზიუმი. წინანდლის მამულში ვიხილეთ ბორდოს გრანდ კრუ ღვინოების დეგუსტაცია, რაც უპრეცედენტო იყო მთელი რეგიონის მასშტაბით. წელს ღვინის მოყვარულებს კიდევ უფრო საინტერესო სიახლეები ელოდებათ. „Grand Jury Du Vin”-ის წარმომადგელნები გამართავენ პრესტიჟულ დეგუსტაციებს, სადაც წარმოდგენილი იქნება ბურგუნდიის საუკეთესო ღვინოები. ჩატარდება შერჩეული ქართული ღვინოების დეგუსტაციაც. ჩემი აზრით ქართველებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების დეგუსტაცია განსაკუთრებით საინტერესო მოვლენაა.“ - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.

წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის აღმასრულებელ გუნდს წარმოადგენენ ლორან ვიალეტი, “Grand Jury Du Vin”-ის პრეზიდენტი, და გიორგი ხარაბაძე, წინანდლის მამულის აღმასრულებელი დირექტორი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ბანკი, ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია