თამარ კორძაია - ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა - მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს

ცესკოს აუცილებლად წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით დევნილებისთვის, შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა - მთავარია, ცესკომ კანონიერი ვალდებულების შესრულების ნება გამოავლინოს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

კორძაიას თქმით, ამ დადგენილებით შესაძლებელი გახდება ემიგრანტების პრობლემების მოგვარება, არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით.

„უკანასკნელი ერთი კვირაა ვხედავთ, ცენტრალური საარჩევნო კომისია როგორ ქმნის ქაოსს იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს პრობლემური საკითხი განსაკუთრებით შეეხო დევნილებს, რომლებსაც გაურკვეველი მიზეზებით უუქმებენ საარჩევნო უფლებებს.

ამაზე პასუხისმგებელი ცალსახად ცესკოა. ამიტომ, კანონი საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად პასუხისმგებელია, ერთიანი სიის ფორმირებისათვის მიიღოს დადგენილება სწორედ, ამ არჩევნებისთვის და იხელმძღვანელოს მე-14 მუხლის „გ“ პუნქტით. გამონაკლის შემთხვევებში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება, დაარეგულიროს საკუთარი დადგენილებით. ამიტომ, ჩვენ ცესკოს აუცილებლად წარვუდგენთ დადგენილების პროექტსაც, რომლის თანახმად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით დევნილებისთვის, შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა. ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული, თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ემიგრანტების პრობლემებთან, მოგვარდება ამ ერთი დადგენილებით. დამთავრდება ამაზე საუბარი. მთავარია, კანონიერი ვალდებულების შესულების ნება გამოავლინოს ცესკომ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია