გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე - საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბონში გამართული ,,ევროპის ტყეების’’ მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე, ნინო თანდილაშვილი გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, დმიტრი მარიას პირისპირ შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაერო-ს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კერძოდ, ისაუბრეს ჰაერის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტზე, რომლის ფარგლებშიც სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შემცირების კუთხით ერთობლივი მუშაობა ხორციელდება; ასევე, აქტიურად მიდის თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტყის მდგრადი მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და სხვა გარემოსდაცვითი მიმართულებები.

„შეხვედრაზე დმიტრი მარიასინმა ხაზი საქართველოს მიერ სატყეო სექტორში არსებულ თვალსაჩინო პროგრესს გაუსვა და ყურადღება საქართველოში ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში არსებულ რეფორმებზე, მათ შორის, ახალ ტყის კოდექსსა და ტყის ეროვნულ ინვენტარიზაციაზე გაამახვილა.

ასევე აღინიშნა, რომ საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია საქართველოსთან სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს