ლევან იოსელიანმა ბაქოში, ომბუდსმენთა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში (აზერბაიჯანში) მიმდინარე ომბუდსმენთა საერთაშორისო ფორუმში, სადაც კლიმატური ცვლილების პირობებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან იოსელიანმა კლიმატის ცვლილებისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციაზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის საკითხებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას გარემოს დაცვის უფლების რეალიზაციაზე ზედამხედველობა წარმოადგენს; შესაბამისად, აპარატი აქტიურად არის ჩართული კლიმატის ცვლილების შედეგების მონიტორინგში და მთელ რიგ მექანიზმებს ფლობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნების ომბუდსმენებმა და ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს თავისი ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში (ომბუდსმენმა) საბინა ალიევამ, იუსტიციის მინისტრმა ფარიდ აჰმადოვმა, რომელმაც მონაწილეებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მილოცვა გადასცა, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა მუხტარ ბაბაევმა, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა აზერბაიჯანში ალესანდრა როკასალვომ და OIC-IPHRC სამდივნოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნურა ზაიდ ალრშუდმა. დამსწრეები ასევე გაეცნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ვოლკერ თურკის ვიდეო შეტყობინებას.

ბაქოში მიმდინარე ფორუმის პარალელურად საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პირადად შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარს (ომბუდსმენს) საბინა ალიევას.

შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილეს, საქართველოსა და აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუციების მანდატსა და პრიორიტეტებს გაეცნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს