პეტრე ცისკარიშვილი - „ქართული ოცნება“ აშინებს ბიზნესს და არ აძლევს უფლებას, რომ გამოაკრან „ნაციონალური მოძრაობის“ ბილბორდები - „ოცნების“ რეჟიმს ეშინია

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მათ კოალიციას „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბილბორდების გაკვრის შესაძლებლობას არ აძლევს.

საკითხს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ეშინია.

„ეს პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად ეშინია „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოკრული ბილბორდების, მასზე დატანილი შინაარსის. ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც ამ რეჟიმს შეცვლის, მომავალ ხელისუფლებაში მოვა, ქვეყანას ევროკავშირისკენ წაიყვანს და ვინც არ დაუშვებს საქართველოს იზოლაციას და სიღატაკეს. ეს „ქართულმა ოცნებამაც“ იცის და ამიტომ თავისი მექანიზმებით აშინებს ბიზნესს, არ აძლევს უფლებას, რომ გამოაკრან ის ბილბორდები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს. ჩვენ არ ვაპირებთ ნეიტრალური ბილბორდების გაკვრას, ჩვენი მესიჯის თქმას და იმ შინაარსის დატანას ვაპირებთ, რომელიც აქტუალური და ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის გამარჯვებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამისი ივანიშვილს, მისი „ოცნების“ რეჟიმს ეშინია და ეს შიში გადააქვს უკვე კერძო სექტორზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ვისოლ ჯგუფზე“, რომელსაც არ აძლევს საშუალებას, ეს შინაარსი ბილბორდებზე დაიტანოს“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს