ევროკავშირი ლიბანს დამატებით 30 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისია ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე შეტაკებების შედეგად დაზარალებულ ლიბანს ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 30 მილიონი ევროს გამოუყოფს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის მუდმივი ესკალაციის გამო. ყველა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

აღნიშნული დახმარება ემატება 29 სექტემბერს უკვე გამოცხადებულ 10 მილიონ ევროს.

ლიბანის მთავრობის სტატისტიკის თანახმად, ლიბანში 1 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9 000-ზე მეტი დაიჭრა საზღვრისპირა ბრძოლების დაწყების შემდეგ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, აქედან უმეტესობა ბოლო ორ კვირაში დაფიქსირდა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიქათმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების გამო, დაახლოებით, 1.2 მილიონი ლიბანელი იძულებით გადაადგილდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს