ანა კობახიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური ჯგუფები საკრებულოებისა და გამგეობის თანამშრომლებს პირადობებს სთხოვენ და მონაცემებს იწერენ - ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია

სახელის, გვარის, პირადობის ნომრის, დაბადების თარიღის და სხვა პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა, საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის მომთხოვნი პირი, ამ ინფორმაციას არჩევნებზე მანიპულაციისთვის გამოიყენებს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიისო ოპოზიციონერმა წევრმა, ანა კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანა კობახიძის თქმით, მუნიციპალიტეტებში არაფორმალური ჯგუფები ამომრჩეველთა ნების ცვლილებას ცდილობენ და ცესკოს ცესკოს კონკრეტული დარღვევების აღმოფხვრისა და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომლებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი უშუალო ხელმძღვანელები და ასევე გამგეობაში შექმნილი არაფორმალური ჯგუფები, თანამშრომლებს თავიანთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სთხოვენ, იწერენ მათ პირად მონაცემებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა და დეტალურად შევისწავლით თითოეულ მუნიციპალიტეტს, იქამდე კი მინდა, გავაფრთხილო და მოვუწოდო საჯარო სამსახურის თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელებს, რომ ასეთი ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშაული.

განსაკუთრებით იმ პირადი სახის ინფორმაციის გადაცემა, რომელიც შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ვგულისხმობ, სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი, ასეთი ინფორმაციის მოთხოვნა პირისთვის იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ მონაცემების გამოყენებას კონკრეტული პირი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის ცდილობს.

ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულია დოკუმენტის ჩამორთმევა, რის შემდეგაც ამომრჩეველს არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

პარალელურად, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას ვთხოვ ჩაატაროს მკაცრი ინფორმირების კამპანია, იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩეველმა არასდროს უნდა გაუზიაროს ინფორმაცია სხვა პირს, რა ინფორმაციაც არის საარჩევნო სიებში და რომელიც პირის პერსონალური ინფორმაციაა.

მეორე საკითხი ეხება დოკუმენტებს. ამომრჩეველს მინდა მოვუწოდო, რომ შეამოწმოს მათი დოკუმენტების ვალიდურობა, ხომ არ აქვს ვადა გასული მათ პირადობის მოწმობას ან პასპორტს, რომლითაც ისინი აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ძალიან ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ ახალი დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ისინი საარჩევნო სიაში აღმოჩნდნენ, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად, 2-3 დღის ფარგლებში უნდა შეცვალონ ვადაგასული ID ან პასპორტი.

და მესამე, თითოეულ ამომრჩეველს იმისთვის, რომ ინფორმირებული იყვნენ არჩევნების დღეს, ვთხოვ გადაამოწმონ თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში და თუ არ აღმოჩნდებიან ერთიან სიაში, სწრაფად დაიწყონ ამ საკითხის მოგვარება, როგორც იუსტიციის სახლში, ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში”, - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია