ანა დოლიძე - უწყლობა რეგიონებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს

ოზურგეთში მთავარი პრობლემა არის უწყლობა - გუბერნატორებისა და სამინისტროების კორუფციულ ინტერეს ეწირება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ, ქალაქ ოზურგეთში საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლება ოზურგეთის მცხოვრებლებს სასმელი წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ჰპირდება, თუმცა მისი თქმითვე, მმართველმა პარტიამ არც ეს დაპირება შეასრულა.

„ყველა რეგიონში, მათ შორის ოზურგეთში მთავარი პრობლემა არის უწყლობა. ადამიანებს არ აქვთ სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა. გუბერნატორებისა და სამინისტროების კორუფციულ ინტერეს ეწირება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. წლებია ხელისუფლება იძლევა დაპირებას სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, ეს დაპირებაც სხვა დაპირებებთან ერთად არ შესრულდა. ევროპაში შესვლასთან ერთად ჩვენ შევალთ 21-ე საუკუნეში. ჩვენი რომ გავიმარჯვებთ ყველა ქალაქს და სოფელს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს