დავით ნარმანია ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში, სადაც ნეტო-აღრიცხვის რეგულირებაზე პრეზენტაცია წარადგინა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმში, რომელიც ქ. თბილისში, 3-4 ოქტომბერს იმართება, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე სახელწოდებით - „განახლებადი ენერგიის განვითარება და ბაზრის დინამიკა“ სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის, განახლებადი ენერგიების განვითარებისა და სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციების შესახებ.

დავით ნარმანიას თქმით, ბოლო მონაცემების შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 1491 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 103 მეგავატს შეადგენს.

სემეკმა ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. წლების განმავლობაში ნეტო-აღრიცხვის განვითარებისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 500 კვტ-მდე, დაინერგა მოხმარებული და წარმოებული კვტ/სთ-ების გაქვითვის პრაქტიკა და ვირტუალური მომხმარებლის პრინციპი. სემეკის რეგულაციების შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება