სავაჭრო პალატა 250-ზე მეტი კომპანიის მონაწილეობით საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს

საქართველოს სავაჭრო პალატა 250-ზე მეტი კომპანიის მონაწილეობით საქართველო-საუდის არაბეთის მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს.

ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათი ცნობთ, ღონისძიება სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გახსენეს.

„ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთისა და საქართველოს ბიზნეს საბჭოს მესამე სამუშაო სხდომაც გაიმართა, სადაც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, სამ კომპანიას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია 50 მლნ დოლარამდე ინვესტიცია.

ფორუმს საუდის არაბეთიდან 60-ზე მეტი უმსხვილესი და 200-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს