პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზაალ დუგლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხაშურის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, სოფლების: დიდი ბეკამის, ბიჯნისის, ასევე, სურამის უბნების - ბუღაურას, გვერდისუბნის, ბაიანთხევის, სპორტის ქუჩის და სურამის მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე უბნების მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს დაბა სურამში დაგეგმილი ორი პროექტის სურამის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციისა და სურამში, ყოფილი კინოთეატრის შენობაში მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობის შესახებ, რომელიც მერის წარმომადგენლის ოფისს, ბიბლიოთეკას და სამუსიკო სკოლას გააერთიანებს.

მათივე ცნობით, ამომრჩეველთან შეხვედრისას ზაალ დუგლაძემ შეაჯამა განხორციელებული პროექტები და ისაუბრა არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე.

მისი თქმით, რეაბილიტირებული კულტურის სახლი დაბის კულტურული ცხოვრებისთვის ახალი სიცოცხლის სულისჩამდგმელი იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს