ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა მოლოდინი, რომ ალიანსის ქვეყნები შეცვლიან პოზიციას უკრაინის ცის დაცვასთან დაკავშირებით.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს ფუნდამენტურ განსხვავებას უკრაინის და ისრაელის საჰაერო სივრცის დაცვის საკითხში, რომლის მოკავშირეები ეხმარებიან მას ირანული რაკეტების და თვითმფრინავების ჩამოგდებაში.

„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ უკრაინის საჭიროებებზე საჰაერო თავდაცვასა და მეზობლებთან ურთიერთობებში, ჩვენ ვხედავთ, კერძოდ, როგორ არის შესაძლებელი ახლო აღმოსავლეთში ხალხის სიცოცხლის დაცვა მოკავშირეების ერთიანობის წყალობით. ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ელის ნატო-ს მიდგომების შეცვლას უკრაინის ცის დაცვაში დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით.

„ჩვენი რეგიონის პარტნიორების მეტი სიმტკიცე არის ის, რაც საჭიროა რუსული ტერორის დასასრულებლად. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების დარწმუნებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იმავე კითხვაზე პასუხის გაცემისას, თავი აარიდა დეტალურ პასუხს უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობის შესახებ. თუმცა, ზელენსკიმ შეავსო მისი ნათქვამი ფრაზით: „მოკავშირეები არ არიან მზად ამისთვის“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს