ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა შეიძლება გახდეს ნატო-ს 33-ე წევრი, უკრაინელები ამას იმსახურებენ

უკრაინა ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყანა ნატო-ში მიიწვიონ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ძნელი მისაღწევი , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, თუმცა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამოცანას რეალურად მიიჩნევს და უკრაინა გააგრძელებს ამაზე მუშაობას.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივიღოთ ეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი უცვლელი რჩება - ალიანსის სრულუფლებიანი წევრობა.

„ჩვენი მიზანია უკრაინის სრულუფლებიანი გაწევრიანება ალიანსში, უკრაინა შეიძლება გახდეს ნატო-ს 33-ე წევრი ქვეყანა, უკრაინელები ამას იმსახურებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში უკრაინაში დღეს პირველი ვიზიტით ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს