უკრაინამ რუმინეთისგან Patriot-ის სისტემა მიიღო

უკრაინაში საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ი ჩავიდა, რომელიც ქვეყანას რუმინეთმა გადასცა, - ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინე სპინუმ „რადიო თავისუფლების“ უკრაინულენოვან სამსახურს განუცხადა.

„ვადასტურებთ, რომ Patriot-ის სისტემა უკრაინაშია ჩასული,” - განაცხადა რუმინეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომლებიც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფას უწყობენ ხელს.

„განსაკუთრებული მადლობა რუმინეთს Patriot-ის სისტემისთვის, ჩვენ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ ეფექტურობას - ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ რუსული ტერორი, ერთობლივი ძალისხმევით „შაჰედებისა“ და რაკეტების ჩამოგდებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

რუმინეთის ხელისუფლებამ პატრიოტის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება საბოლოოდ გასულ თვეში დაამტკიცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს