სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასახლებაში მცხოვრებ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ 207 ოჯახს აქციის მონაწილეებმა ჰუმანიტარული დახმარება, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტესგან“ - 18 ფუთა ტანსაცმელი და საერთაშორისო ორგანიზაცია „დახმარების საერთაშორისო ცენტრისგან" - 54 ყუთი (730 კგ.) ბრინჯი გადასცეს.

“სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა რელიგიის სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებას მადლობა გადაუხადა სოციალური პროექტის განხორციელებისთვის.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, რელიგიის სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი აბაი ფაშაევი, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს