ლევან სამუშია - დიდი მუხტია ჩხოროწყუში და სამეგრელოში - 26 ოქტომბერს "რუსული ოცნების" საარჩევნო ურნებთან დამარცხებას და ხელისუფლებიდან გასტუმრებას ველოდებით

როდესაც ჩხოროწყუში წვიმა მოდის, მოსახლეობას ეგზავნება შეტყობინებები, რომ თურმე წვიმის გამო წყლის მიწოდება შეუწყდებათ სათავო ნაგებობიდან , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ ჩხოროწყუში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

სამუშიამ ადგილობრივების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩხოროწყუში უმუშევრობის პრობლემა ათასობით ადამიანს აწუხებს, სოციალურად დაუცველთა რიცხვი კი 5 000-ს აღემატება.

„ვიმყოფებით ჩხოროწყუში. ჩვენს უკან არის "ქართული ოცნების", რუსული ხელისუფლების სახე ჩხოროწყუში - კულტურის სახლი, სადაც 5 მილიონი ლარია უკვე გადახდილი და გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. თქვენ ხედავთ სამშენებლო ღობეს. ამ შენობას დასრულება არ უწერია. ეს არის ზუსტად ის კორუფცია, რაც ხდება აქ და საქართველოს სხვა რეგიონებში.

ჩხოროწყუში ათასობით ადამიანი არის უმუშევარი, 5000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი. ასეთი რაიონისთვის, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბებზეა საუბარი?

ასევე, მინდა მითხრათ გასაოცარი ფაქტი, როდესაც ჩხოროწყუში წვიმა მოდის, მოსახლეობას ეგზავნება შეტყობინებები, რომ თურმე წვიმის გამო წყლის მიწოდება შეუწყდებათ სათავო ნაგებობიდან. ასეთი წარმოუდგენელი რამ ხდება აქ.

"ძლიერი საქართველო", ნომერი 9, ჰპირდება როგორც ჩხოროწყუს მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს, რომ 26 ოქტომბრიდან ის 200 000 სამუშაო ადგილი, რომელიც რუსულმა ხელისუფლებამ მოჰპარა ჩვენს მოქალაქეებს, აუცილებლად დაბრუნდება და ხალხი დასაქმდება, აშენდება ანაკლიის პორტი, ხანდაზმულებს პენსია ექნებათ 1000 ლარი. ძვირფასო ჩხოროწყუელებო, 26 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე! ვიცით, რომ დიდი მუხტია ჩხოროწყუში და ზოგადად სამეგრელოში. უდიდესი მოლოდინია 26 ოქტომბერთან დაკავშირებით. 26 ოქტომბერს, რასაც ველოდებით, ეს არის "რუსული ოცნების" საარჩევნო ურნებთან დამარცხება და გასტუმრება ხელისუფლებიდან", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს