ზურაბ ჭიაბერაშვილი - “ქართული ქარტიის" პრინციპები მნიშვნელოვანია - უნდა შეიცვალოს მმართველობა, ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფება და გადავიდეთ ევროპულ დღის წესრიგზე

“ქართული ქარტიის" პრინციპები მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, მთავარი პრინციპი არის ის, რომ უნდა შეიცვალოს ეს მმართველობა - ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფება და ჩვენ გადავიდეთ ევროპულ დღის წესრიგზე , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, პირველ რიგში, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა მოხდება.

"ზუსტად ანალოგიურ გზავნილებს ვიღებთ ჩვენ - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა", როცა ევროპელ პარტნიორებს ვესაუბრებით. საკმარისია 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და ეს ასეც მოხდება, რომ ძალიან სწრაფად, ახალი მთავრობის პირობებში, მოხდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა და საქართველო მიიღებს იმ უზარმაზარ ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დახმარებას, რაც განსაზღვრულია ევროკავშირის პოლიტიკით. რა თქმა უნდა, არ მაქვს ეჭვი, რომ 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა, „ქარტიის“ პრინციპები მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მთავარი პრინციპი არის ის, რომ ეს მმართველობა უნდა შეიცვალოს, ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფება და ჩვენ უნდა გადავიდეთ ევროპულ დღის წესრიგზე.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პირველი პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა და ეს იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, როდესაც ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ერთად ახალ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია