დავით კირთაძე - მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ დღეს ამომრჩეველი ისე არის მოტივირებული, როგორც არასდროს და მათ არჩევანს ხელი არ შეეშლება

მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ დღეს ამომრჩეველი ისე არის მოტივირებული, როგორც არასდროს და მათ არჩევანს ხელი არ შეეშლება , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ცესკოში დავით კირთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქვთ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ „ოცნება“ საჯარო მოხელეებზე „სისტემატურ ზეწოლას მუდმივად ახდენს“.

„აშინებენ და ემუქრებიან სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს და მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ სხვა ადამიანებს. თუ ისინი არ იქნებიან „ოცნების“ პოლიტიკურ მორჩილებაში, მაშინ სამსახური უნდა დატოვონ.

მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აღნიშნულ საკითხზე რეაგირებისკენ, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ ამავდროულად მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ დღეს ამომრჩეველი ისე არის მოტივირებული, როგორც არასდროს და მათ არჩევანს ხელი არ შეეშლება“, - განაცხადა დავით კირთაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს