კახა კალაძე PACE-ის წევრების დეკლარაციაზე - არანაირი ფასი არ აქვს, ასეთი განცხადებები, რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს - არ უნდა შეგვეშინდეს ასეთი უმსგავსო განცხადებების

რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი, არ უნდა შეგვეშინდეს უმსგავსო განცხადებების, რომლებიც არაფერზე არ არის დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაზე, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს.

მისი შეფასებით, ასეთი რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს.

“ევროსაბჭოს რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, თუ როგორ ხდება ამ რეზოლუციების შედგენა, პირდაპირ ფულის გადახდა ხდება კონკრეტულ ადამიანებზე, ეს არის ე.წ. ლობიზმი და რასაც უნდათ, ნებისმიერ თემას აწერინებენ. ეს დამოკიდებულება სამარცხვინოა და, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები, ასეთი რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს. შესაბამისად, ჩვენ ხალხს, პირველ რიგში, უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის ევროპა, ესენი არიან კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც ამ ყველაფერში იღებენ ფულს და აკეთებენ ამ ტიპის ბინძურ განცხადებებს. რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი, არ უნდა შეგვეშინდეს ასეთი უმსგავსო განცხადებების, რომლებიც არაფერზე არ არის დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება”, - განაცხადა კალაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში - “არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები”, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ “საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის. დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს