კახა კალაძე - ხალხს მინდა, ვუთხრა, არანაირი პრობლემა არ არის, თუ დაგვასანქცირებენ - ჯერ წარმოუდგენელია, რატომ უნდა დაგვასანქცირონ?

მე ხალხს მინდა, ვუთხრა, არანაირი პრობლემა არ არის, თუ დაგვასანქცირებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს და არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სანქციები დაადონ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დემოკრატიულობისა და ევროპელობის ლოგიკას თავადვე ეწინააღმდეგებიან მათ წინააღმდეგ გაჟღერებული აბსურდული განცხადებებით.

“იმაზე დიდი სანქცია რა არის, ადამიანს ყველანაირი სასამართლო მოგებული აქვს და პოლიტიკური მოტივით ექცევიან უსამართლოდ - არ უბრუნებენ მის თანხებს.

მცდელობა აქვთ, რომ ხალხი დაზაფრონ. მე ხალხს მინდა, ვუთხრა, არანაირი პრობლემა არ არის, თუ დაგვასანქცირებენ. ჯერ წარმოუდგენელია, რატომ უნდა დაგვასანქცირონ? რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ან რა გააკეთა, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ, წარმოუდგენელია. ვაკეთებთ ორად ორ რამეს - ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი და არ შევუერთდით სანქციებს და ამის გამო თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ მოგვექცეს უსამართლოდ და დაგვსაჯოს, კი ბატონო.

ზოგადად, დემოკრატიულობისა და ევროპელობის ლოგიკას თავადვე ეწინააღმდეგებიან ამ აბსურდული განცხადებებით, თორემ როგორ შეიძლება ანტიდემოკრატიული იყოს გამჭვირვალობის კანონი”, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია