კახა კალაძე - მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვისაც, არც ურთიერთობა გვეშლება, არც მეგობრობა, არც ძმაკაცობა, თუმცა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში არჩარევა პრინციპულად მნიშვნელოვანია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს.

ამის შესახებ მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი დალაგდება.

„დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი გადალაგდება, გადაიტვირთება და დამშვიდდება. წარმოუდგენელია ამ ფორმატით გაგრძელება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვისაც. არც ურთიერთობა გვეშლება, არც მეგობრობა, არც ძმაკაცობა. ყველაფერი შეგვიძლია და ვიცით, ეს ყველაფერი როგორ უნდა გავაკეთოთ - ეს უნდა იყოს ორმხრივი. როდესაც ვსაუბროთ პარტნიორობაზე, ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ ქვეყნის ინტერესების დათმობა მოგვიწიოს. ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და შიდაპოლიტიკურ საქმეებში არჩარევა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება