ირაკლი კობახიძე - ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ასევე პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ

ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ასევე პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის ხელისუფლების მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ.

„2012 წლამდე იყო ჩვეულებრივი ტერორი, ასეთი რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. არჩევნების ტოტალური გაყალბება იყო წინა რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, 2012 წლის შემდეგ, რეალურად, ჩვენ დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების პრაქტიკა. ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და პლუს პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს