ირაკლი კობახიძე - ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის - ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები

ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ისინი პრაქტიკულად კამპანიასაც კი არ ატარებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, შეგუებული არიან იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია წააგებს არჩევნებს და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები.

„ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ისინი პრაქტიკულად კამპანიასაც კი არ ატარებენ. არც სოფლებში გადიან, არც უბნებში გადიან, არსად არ ჩანან. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, კონკრეტული პარტიის ლიდერები, 10-15 კაცი, ჩადის ხოლმე რაიონულ ცენტრებში, არიგებს ფლაერებს და ბრუნდება უკან. არავითარი გაშლილი კამპანია არ არსებობს. ერთადერთი, ვინც აწარმოებს კამპანიას, არის „ქართული ოცნება". აქედანაც ჩანს, რომ მათ საერთოდ არ აქვთ გათვლა არჩევნებში წარმატების მიღწევაზე. წინასწარ არიან შეგუებული იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია წააგებს არჩევნებს ძალიან მძიმედ და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები", - განაცხადა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია