კახა კალაძე - წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ სუბიექტს აქვს საშუალება, საარჩევნო კამპანია ჩაატაროს. ასეთი მშვიდი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის რისკებზე ჰკითხეს.

მისი თქმით, 2012 წლიდან არჩევნებშია და ასეთი მშვიდი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა.

„დღეს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია, გამოვიდეს, შეხვდეს მოსახლეობას. ერთია, ვიღაცებს, რა თქმა უნდა, არ აქვთ ამის შესაძლებლობა. რა ნამუსით უნდა შეხვდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? თავად საარჩევნო გარემო მშვიდია. 2012 წლიდან არჩევნებში ვარ და ასეთი მშვიდი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მსგავს განცხადებებს უფრო ხშირად მოვისმენთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთი პოლიტიკური გუნდია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს და ამას ნახავთ 26 ოქტომბერს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს