ნათია მეზვრიშვილი - „ოცნებაში“ არანაირი პოლიტიკური სტრატეგია არ გააჩნიათ, ერთადერთი, რაც ჩანს, არის შიში, მარცხის გააზრების მტკივნეული პროცესი - პანიკაში არიან

“ქართული ოცნება” ისეთ ნაბიჯებს დგამს, არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მიდის უკვე. არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს, მითუმეტეს ასეთი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.

მეზვრიშვილმა ისაუბრა წინასაარჩევნო ვითარებაზე ქვეყანაში და ყურადღება გაამახვილა იმ „მწვავე განცხადებებზე“, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის ინტენსიურად.

ამ კონტექსტში მან ისაუბრა PACE-ის წევრების დეკლარაციაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ „საგანგაშო ცნობები საქართველოდან აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის“.

“არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე კვირა და ჩვენ უკვე გვესმის ძალიან მწვავე განცხადებები საერთაშორისო პარტნიორებისგან, მითუმეტეს, ეს არის სადამკვირვებლო ფუნქციის მატარებელი ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში და ზუსტად მათ ვიზიტს დაამთხვია ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომელიც, ყველამ ცხადად ნახა, რომ მიიღო კობახიძემ და არა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა და რომლითაც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას სადამკვირვებლო ფუნქციით - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თავს დაესხნენ და მას, ფაქტობრივად, აუკრძალეს დაკვირვება.

“ქართული ოცნება” ისეთ ნაბიჯებს დგამს, არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მიდის უკვე. არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს, მითუმეტეს ასეთი ხელისუფლების პირობებში. მასშტაბური სისტემური კორუფცია, რომლითაც პარტიის შავი სალარო ივსება და რაზეც პასუხისმგებლობა პირდაპირ აქვს აღებული კობახიძეს, ზეწოლები მუქარები - ეს ყველაფერი ახლა მიმდინარეობს.

გუშინ მატყუარა პრემიერი გამოვიდა და თქვა, რომ უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო არისო, დღეს დილით კი ჩვენი გუნდის წევრი უკვე მეორედ შეავიწროვეს, მეორედ განახორციელეს მასზე იძულება, ერთ ადამიანზე, რომელიც აგვისტოს ბოლოს ჯერ სკოლის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს გიორგი გახარიას მხარდაჭერის გამო და ახლა უკვე რიგით მასწავლებლად მუშაობდა იმავე სკოლაში და უნდათ, აიძულონ და დაატოვებინონ სამსახური, სკოლა, რომელსაც ათეულობით წლებია ემსახურება”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე შეფასებით, “ქართულ ოცნებაში” გაურკვევლობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ პანიკაში არიან. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკური სტრატეგია დღეის მდგომარეობით არ გააჩნია. მისი თქმით, ერთადერთი, რაც ჩანს, არის შიში, მარცხის გააზრების ძალიან მტკივნეული პროცესი.

“ქართულ ოცნებაში” არის გაურკვევლობის ძალიან მაღალი ხარისხი. შემთხვევითი არ იყო, რომ მათ 1-ლი ოქტომბერი საერთოდ არ აღნიშნეს, შემთხვევითი არ იყო, რომ ღონისძიება, რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ, გადადეს, შემთხვევითი არ იყო, რომ კობახიძე დამალეს, მან საერთოდ თავი წაიქცია, მოატყუა საზოგადოება, მერე შეიკეტა და წერდა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას. შემთხვევითი არ იყო ის განცხადებები, რაც მან ირაკლი ღარიბაშვილზე გააკეთა, დღეს მამუკა მდინარაძემ, ფაქტობრივად, დასცინა კობახიძეს. შიგნით რაღაცას ვერ იყოფენ, სიით არიან უკმაყოფილოები, არ იციან, ხვალ და ზეგ ბიძინა ივანიშვილი რას იზამს იმიტომ, რომ თვითონ ივანიშვილმა არ იცის, რა ნაბიჯები გადადგას და არანაირი პოლიტიკური სტრატეგია დღეის მდგომარეობით არ გააჩნიათ. ერთადერთი, რაც ჩანს, არის შიში, მარცხის გააზრების ძალიან მტკივნეული პროცესი. თითქოს ამით იყო გამოწვეული გუშინდელი უკან დახევა.

საქართველოს მოქალაქეებს დასცინეს გუშინ. კობახიძეს მორალური უფლება აღარ აქვს, რომ საერთოდ კონსტიტუციონალისტობაზე გველაპარაკოს. რომელ კონსტიტუციაში ჯდება ის, რომ საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებ. კონსტიტუციის რომელი პრინციპია, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობით კანონში რაც არ წერია, ის გააკეთებინო ფსევდო-დამოუკიდებელ უწყებას, ის, რაც გუშინ გააკეთა ანტიკორუფციულ ბიუროსთან მიმართებაში.

პანიკაში არიან, არ იციან რა ხდება, არც ის იციან, ბიძინა ივანიშვილს რა ბედი ელის, უფრო მეტიც - კობახიძემ თავად არ იცის, რა ბედი ელის მას. ეს გაურკვევლობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ არიან პანიკაში”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს