მედია - ისრაელმა ბეირუთს დაარტყა, სამიზნე ჰაშემ საფიედინი იყო, რომელიც „ჰეზბოლას“ მომავალ ლიდერად მოიაზრება

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელმა კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რომლის სამიზნე „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, ჰაშემ საფიედინი იყო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Axios-ის რეპორტიორი ბარაკ რავიდი ორ ისრაელელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე საფიედინი იყო, რომელმაც, დიდი ალბათობით, რამდენიმე დღის წინ ლიკვიდირებული „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა უნდა ჩაანაცვლოს.

ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულ საკითხზე, ჯერჯერობით, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა და საჰაერო თავდასხმის ადგილიდან დიდი კვამლი ამოდიოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს