გაერო-ს უშიშროების საბჭო ანტონიო გუტერეშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მას შემდეგ, რაც ისრაელმა ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალურ მდივანთან ან თავად ორგანიზაციასთან ურთიერთობაზე უარის თქმის შესახებ კონტრპროდუქტიულია, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის კონტექსტში“, - აღნიშნულია უშიშროების საბჭოს 15 წევრის განცხადებაში, რომელსაც მედია ავრცელებს.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა დაამყაროს პროდუქტიული და ეფექტური ურთიერთობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელიც ძირს უთხრის მის საქმიანობას, ისევე როგორც მისი ოფისის მუშაობას. ისრაელი განცხადებაში ნახსენები არ არის.

შეგახსენებთ, ისრაელმა გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ისრაელის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით ანტონიო გუტერეშის გამოხმაურებაზე პასუხს წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს