ჰელსინკის კომისია - „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთისკენ და არალიბერალური ორიენტაციისკენაა მიმართული

„ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთისკენ და არალიბერალური ორიენტაციისკენაა მიმართული, როგორც ჩანს, გვერდი აუარა თავისი ხალხის პროდასავლურ განწყობებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის „პრორუსული პოზიციისკენ ეს შეტრიალება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასია სტრატეგიული დანის პირზეა და მაშინ, როცა რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი კონტროლი რეგიონში რეგიონული კონფლიქტების გაღვივებით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა თავიანთ მიდგომას უნდა გადახედონ.

„სომხეთი, ისტორიულად რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, მოსკოვს შორდება. ამავდროულად, აზერბაიჯანი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და აბალანსებს ამას ნატო-ს წევრ თურქეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობითა და ხანგრძლივი ურთიერთობით. იმავდროულად, საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთისკენ და არალიბერალური ორიენტაციისკენაა მიმართული, როგორც ჩანს, გვერდი აუარა თავისი ხალხის პროდასავლურ განწყობებს. პრორუსული პოზიციისკენ ეს შეტრიალება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს ორმაგი მიდგომა კავკასიის მიმართ.

„შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს ორმაგი მიდგომა კავკასიის მიმართ, გაზარდოს ანგარიშვალდებულების ზომები დემოკრატიული უკუსვლისთვის და უზრუნველყოს მექანიზმები დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა, ძლიერი ინტეგრაციისთვის. წინსვლის გზა არის ის, რაც ჩვენ ერთად უნდა დავხაზოთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია