გვატემალას ტურიზმის მინისტრი - შეყვარებული ვარ ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და ამ ქვეყნის მრავალფეროვნებაზე

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარებას, ღონისძიების მონაწილე გვატემალას ტურიზმის მინისტრი, ჰარის ვითბეკი საქართველოს წარმატებად აფასებს.

„ძალიან ამაყები ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ და აღვნიშნეთ მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოში, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა და ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. რა თქმა უნდა, შეყვარებული ვარ აქაურ სამზარეულოზე, ღვინოსა და ამ ქვეყნის მრავალფეროვნებაზე. თქვენ გაქვთ ზღვა, მთები, ცოცხალი კულტურა, როგორც ძველი ისტორიული ძეგლები, ასევე თანამედროვე. ბევრი შესაძლებლობაა კარგად გაიცნო აქაური ხალხი. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ როგორი არაჩვეულებრივი დანიშნულების ადგილია საქართველო. მართალია ეს ძალიან მცირეხნიანი ვიზიტი იყო, მაგრამ თქვენი ქვეყნის შეყვარება უკვე მოვასწარი. ვფიქრობ, საქართველოში პოტენციალი კიდევ უფრო დიდია, თქვენ ბევრად მეტ ტურისტს მასპინძლობთ, ვიდრე ჩვენ და ვფიქრობ საქართველოსგან ბევრი რამის სწავლას შევძლებთ“, - აცხადებს ჰარის ვითბეკი.

ცნობისთვის, მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი ეწვივნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი