ირანის დელეგაცია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა

ირანის დელეგაცია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ხელმძღვანელობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ირანის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელზე, ესმაილ ბაღაიზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ახლახან დავეშვით ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენი დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგებლობაშიც შედის მეჯლისის ორი წევრი და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელი, ლიბანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება“, - წერს ესმაილ ბაღაი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ირანის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ლიბანში გადაიგზავნება ჰუმანიტარული დახმარების პარტია, რომელიც შედგება საკვებისა და მედიკამენტებისგან.

„ირანი მუდამ იდგება ლიბანის მამაცი ხალხის გვერდით. მთელმა რეგიონმა უნდა გაიგოს იმ სიტუაციის სერიოზულობა, რომლის წინაშეც ლიბანი დგას“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება