ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირმა და ახალმა ევროკომისიამ უნდა იმოქმედოს გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით და მოამზადოს ევროკავშირი შიდა რეფორმების გზით შემდგომი გაფართოებისთვის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პანელზე, რომელიც ახალი ევროკომისიის პირობებში არსებულ შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევებს დაეთმო.

მათივე ცნობით, გამოსვლისას კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე ევროპის უსაფრთხოებაში, ევროკავშირის მიერ გეოპოლიტიკური ფაქტორების გამოკვეთაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ევროკავშირის და ნატო-ს გაფართოების მნიშვნელობასა და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე.

„დღეს როგორც საქართველო, ასევე მთელი ევროპა დგას არაერთი გამოწვევის წინაშე. ჩვენს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები ზიანს აყენებს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და განვითარებას. სწორედ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად საუკეთესო გამოსავალია როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის გაფართოება საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით. ეს მოცემულობა მოახდენს შავი ზღვის რეგიონის ერთიანი უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოქცევას, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ეს როგორც ევროპის, ასევე საქართველოს ინტერესებშია. ამიტომ ევროკავშირმა და ახალმა ევროკომისიამ უნდა იმოქმედოს სწორედ ამ გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით და მოამზადოს ევროკავშირი შიდა რეფორმების გზით შემდგომი გაფართოებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციის თანახმად, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ყოველწლიურ ფორუმს წარმოადგენს, რომელშიც მაღალი რანგის პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები და მკვლევრები მონაწილეობენ.

ისინი სხვადასხვა ფორმატში განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად ახალ ხედვას აყალიბებენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო