ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

დუბლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას შეხვდა, რომელიც ამავდროულად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს საქართველოში.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპაციის გამოწვევები.

„საუბარი შეეხო 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და პარტიების მზადებას ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენისათვის, წინასაარჩევნო გარემოს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, აგრეთვე არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს და მედიაგარემოს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია თავისუფალი არჩევნების ჩატარებით და მოუწოდებს ყველა შესაბამის საერთაშორისო აქტორს დააკვირდნენ არჩევნებს და ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასონ საარჩევნო პროცესი.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასა და მოლოდინზე, აგრეთვე, საქართველოს პროგრესზე სხვადასხვა მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს