დიმიტრი ჩიქოვანი - უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა თავის დასკვნაში, რომ ის მეთოდები, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი

უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა თავის დასკვნაში, რომ ის მეთოდები, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი, არაადამიანური და ანტიდემოკრატიული, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავად აორგანიზებს კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმას და ასეთი საქმეების გამოძიება მათ ინტერესებში არ შედის.

„უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ის მეთოდები, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი, არაადამიანური და ანტიდემოკრატიული. ჩემს საქმეში გამოძიება ძალიან გვიან დაიწყო, მიმდინარეობს შეფერხებებით და დაზარალებულად ცნობაც დიდი დაგვიანებით მოხდა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, კვლავ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს საქმის მასალების გადაცემასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ სრულად ვეთანხმები ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ამგვარ დასკვნას და დავეთანხმები აშშ-ის საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომ „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

ჩემზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება მალევე მოხდა ჩემი და მედიების მიერ მოპოვებული ვიდეოკადრებით. ყველამ ვიცით, რომ როდესაც „ქართულ ოცნებას“ რაიმეს გამოძიება სურს, საათებში იძიებს და აქვეყნებს მასალას, მაგრამ 8 მაისის დაზარალებულების შემთხვევაში, ეს არ მომხდარა, რადგან თავად არიან როგორც დამკვეთები, ასევე შემსრულებლები, და, შესაბამისად, ამ საქმის გამოძიება „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის,“ - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს