პაველ ჰერჩინსკი - თუ არჩევნები არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას

თუ არჩევნები არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის, რისი გამოცდილებაც ევროკავშირს აქვს ბელარუსის შემთხვევაში და იმედი გამოთქვა, რომ არასდროს მოხდება საქართველოს შემთხვევაში.

“იმედი მაქვს, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. იქნება კონკურენტული, ინკლუზიური, გამჭვირვალე. ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. თუმცა, თუკი ის არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნა, ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას, მაშინ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას. ეს არის ის, რისი გამოცდილებაც გვაქვს ბელარუსის შემთხვევაში და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის გამოცდილება არასდროს გვექნება საქართველოს შემთხვევაში“, - აღნიშნა ელჩმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო