გერმანიის ელჩი - ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ გაწევრიანებას - თუ მისგან პირს შეიბრუნებთ - შეიბრუნებთ, არ იქნებით ევროკავშირის წევრი

ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რა მოხდება, თუკი საქართველო და მომავალი მთავრობა პირს შეიბრუნებს ევროკავშირისგან და გაქვთ თუ არა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ საქართველო ამ კურსისკენ დააბრუნოთ, ელჩმა უპასუხა:

„ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუ პირს შეიბრუნებთ - შეიბრუნებთ, მაშინ არ იქნებით ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა ელჩმა.

26 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას კი პეტერ ფიშერმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს.

„არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი მთავრობა გყავდეთ მომავალში და როგორი მიმართულებით გინდათ ქვეყანა წავიდეს. ეს მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს