Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა მსოფლიოში. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, Global Finance-მა მსოფლიოსა და რეგიონის საუკეთესო როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორაციული ციფრული ბანკები გამოავლინა.

„საქართველოს ბანკი“ გამარჯვებულად 9 ნომინაციაში დასახელდა როგორც მსოფლიოს, ისე რეგიონის მასშტაბით.

„ფინტექის მიმართულებით ციფრული ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება და კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის ზრდა სრულად ცვლის ციფრული საბანკო სერვისების მიმართულებას. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო კი იმ ფინანსური ინსტიტუტების აღიარებას ემსახურება, რომლებიც ფინტექის სფეროში ახალ სტანდარტებს ქმნიან“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტმა.

მათივე ცნობით, გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურის წევრები რამდენიმე კრიტერიუმით ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის იყო: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნებისა და მოხმარების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა და მათი კმაყოფილება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, ციფრული ბანკის ფუნქციურობა და სხვა.

“Global Finance-ის ჯილდო ჩვენი ძალისხმევის დაფასებაა - შევქმნათ საუკეთესო ციფრული პროდუქტები ჩვენი მომხმარებლებისთვის. Global Finance-ის აღიარება და „საქართველოს ბანკის“ საუკეთესოდ დასახელება ისეთ ბანკებს შორის, როგორებიც არის Bank of America, BBVA, Santander თუ სხვა, დიდი მიღწევაა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ამ პროცესში შეტანილი წვლილისათვის. ჩვენ ერთად ვქმნით საუკეთესო ციფრულ ბანკს მსოფლიოში!“ - განაცხადა მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან გომშიაშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ მიერ წარდგენილ პროდუქტებსა და ფუნქციონალებს შორის კი იყო: Ads Manager-ის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, მონაცემების ანალიტიკაზე დაფუძნებული ბიზნეს შეთავაზებები 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს აჩვენონ მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე.

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება