ვოლფრამ ზენგერ ვაისი - საქართველოში ბიზნეს გარემო უბრალოდ შესანიშნავია და ჩვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა Gebrüder Weiss-თვის. ჩვენ 25 მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ. თავიდან, საქართველოში საქმიანობის დაწყება არ იყო იოლი. თუმცა, ჩვენ ვენდეთ საქართველოს და მის მთავრობას და ამან გაამართლა. ჩვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება და ბიზნეს-გარემო უბრალოდ შესანიშნავია. ამიტომ, გაფართოების შემდეგი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ. ბიზნეს გარემო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოში სხვადასხვა ბიზნესის განვითარებისთვის,- ამის შესახებ კომპანია Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ ზენგერ ვაისმა თბილისში, Gebrüder Weiss-ის ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალის გახსნაზე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ვოლფრამ ზენგერ ვაისმა აღნიშნა, საქართველოში ეკონომიკური ვითარება პოზიტიურია. გარდა ამისა, მისი თქმით, საყურადღებოა, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რადგან საქართველოდან ბიზნესს აქვს წვდომა სხვადასხვა ბაზარზე სამხრეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიამდე.

„ამიტომაც განვათავსეთ საქართველოში ჩვენი ბიზნესი. ეს ის გარემოებებია, რომლებმაც გადაგვაწყვეტინა საქართველოში პირველი ინვესტირება და შემდგომი გაფართოება, რამაც აბსოლუტურად გაამართლა“, - აღნიშნა Gebrüder Weiss - ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომლის განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს