პეტერ ფიშერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, ასეთი კანონით, ევროკავშირის წევრი ვერ გახდები

ევროკავშირმა საჯაროდ განაცხადა და გავიმეორებ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, ამიტომ ეს არის დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ასეთი კანონით, ევროკავშირის წევრი ვერ გახდები. ეს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კანონებს, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში ვქმნით. რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება? ეს ნიშნავს, რომ თქვენ მისაღებია ყველა ჩვენი კანონი. როცა ასე არ ხდება, თქვენ არ ხართ წევრი - ეს ძალიან ადვილი გასაგებია”, - აღნიშნა ელჩმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობას.

„საქართველოს არჩევნებს ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება, მათ შორის ევროპული ინსტიტუტებიდან. არსებობს სტანდარტი, რის მიხედვითაც შეგვიძლია იმის თქმა, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე. სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება ასევე არის ევროკავშირში გაწევრიანების პირობა, რადგან ჩვენ ვართ ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყნები და ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს