იოავ გალანტი - „ჰეზბოლასთვის“ კიდევ მეტი „სიურპრიზი“ გვაქვს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციები გრძელდება და ისრაელს კიდევ მეტი „სიურპრიზი“ აქვს „ჰეზბოლასთვის“.

„ჰეზბოლა“ ძალიან მძიმე დარტყმებს იღებს ერთმანეთის მიყოლებით. ჩვენ გავანადგურეთ ჰასან ნასრალა და კიდევ მეტი სიურპრიზი გვაქვს, რომელთაგან ზოგიერთი უკვე განხორციელდა და ზოგიერთი განხორციელდება“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, „ჰეზბოლას“ სარაკეტო ძალების დივიზიამ მძიმე დარტყმა განიცადა.

„მაღალი ხარისხის და ზუსტი ოპერაციის შედეგად მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. სამეთაურო-საკონტროლო შტაბი, კომუნიკაციები, [ელიტარული რადვანის ძალების] მთელი ხელმძღვანელობა და ნასრალას ქვემოთ სარდლობის მთელი მეორე და მესამე დონე აღმოიფხვრა“, - აღნიშნა იოავ გალანტმა.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები დღეს ახორციელებს ოპერაციას რამდენიმე სოფელში და ეს პროცესი გაგრძელდება ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რათა გაანადგურონ მთელი ინფრასტრუქტურა, საიდანაც „ჰეზბოლა“ განხორციელებას გეგმავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს