გიორგი ვაშაძე - დღეს ევროკავშირმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ მან შეწყვიტა ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან”, ასევე ურთიერთობა შეწყვიტა აშშ-მა, შესაბამისად, დადგა დრო, შევწყვიტოთ ურთიერთობა ამ ანტი-ქართულ ძალასთან

დადგა დრო მოვიშოროთ ივანიშვილი და “ ქართული ოცნება” იმისათვის, რომ წინ წავიდეთ და განვვითარდეთ. ამ ყველაფერს ალტერნატივა უკვე აღარ აქვს, ასეთი მკაფიო, პირდაპირი და ასეთი ცალსახა არასდროს არ ყოფილან ჩვენი პარტნიორები, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი იმ ძალას, რომელსაც „უნდა, რომ საქართველო მტერს დაუმორჩილოს“.

„დღეს ევროკავშირმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ მან შეწყვიტა ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან”, ასევე ურთიერთობა შეწყვიტა აშშ-მა. შესაბამისად დადგა დრო, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ურთიერთობა ანტი-ქართულ ძალასთან, ძალასთან, რომელიც იზოლაციაში აქცევს ამ ქვეყანას, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა მოსწყვიტოს ცივილიზებულ სამყაროს. ძალასთან, რომელსაც უნდა, რომ უბედურება და გაჭირვება მოიტანოს ამ ქვეყანაში.

26 ოქტომბერი, ეს არის წყალგამყოფი დღე, ჩვენი პარტნიორები ასეთი მკაფიოები არასდროს არ ყოფილან.

მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით შეგვიძლია სწრაფად წავიდეთ ევროკავშირისკენ, მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით შეგვიძლია სიკეთე მოვიტანოთ ქვეყანაში. დადგა დრო მოვუშოროთ ივანიშვილი და „ქართული ოცნება” იმისთვის, რომ წინ წავიდეთ და განვვითარდეთ.

ამ ყველაფერს ალტერნატივა უკვე აღარ აქვს, ასეთი მკაფიო, პირდაპირი და ასეთი ცალსახა არასდროს არ ყოფილან ჩვენი პარტნიორები. ევროკავშირმა და აშშ-მა შეწყვიტა ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან”, დადგა დრო ჩვენ გავწყვიტოთ ურთიერთობა ამ ანტიქართულ ძალასთან და წავიდეთ წინ ევროკავშირისკენ. მოვიშოროთ ბიძინა და „ქართული ოცნება”.

შევიდეთ ევროკავშირში, მოვიტანოთ კეთილდღეობა, 14 მლრდ ევრო, რომელიც ჩვენთვის გამზადებულია, შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ ქვეყანა, გავაწვრთნევინოთ სოფელი და ქალაქი, დავაბრუნოთ ემიგრანტები და დავიწყოთ დიდი აღმშენებლობა.

დადგა დრო, იმ დიდ უბედურებას რომელსაც „ქართული ოცნება” ჰქვია ყველამ ერთად განაჩენი გამოვუტანოთ. გავწყვიტოთ ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან”, წავიდეთ წინ ევროკავშირისკენ. ძალა, რომელსაც უნდა საქართველო დაუმორჩილოს მტერს, იმ ძალას ყველამ ერთად პასუხი უნდა გავცეთ 26 ოქტომბერს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო