ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბან-სირიის დამაკავშირებელი 3.5-კილომეტრიანი გვირაბი გაანადგურეს და „ჰეზბოლას“ კომუნიკაციების მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა 3.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბს დაარტყეს, რომელიც ლიბანსა და სირიას შორის გადიოდა და რომელსაც „ჰეზბოლა“ ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდა.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გვირაბს „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ქვედანაყოფი აკონტროლებდა, რომელსაც ირანიდან და მისი მარიონეტებიდან ლიბანში იარაღის გადატანა ევალება.

სამხედროების თქმით, დარტყმამ გაანადგურა გვირაბი, სადაც იარაღის ტრანსპორტირება და შენახვა ხდებოდა, ასევე მის სიახლოვეს მდებარე შენობები, იარაღის საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბეირუთზე გუშინ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ კომუნიკაციების მეთაური, მუჰამედ რაშიდ სკაფის ლიკვიდაცია განახორციელეს. ისრაელისა არმიაში აცხადებენ, რომ ის „ჰეზბოლაში“ 2000 წლიდან იმყოფებოდა და დაჯგუფების მაღალ ლიდერებთან დაახლოებული პირი იყო. „ჰეზბოლას“ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადება, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება