რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი ქართველის, რატი ბურდულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი ქართველის, რატი ბურდულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბურდული კურსკის ოლქის მაცხოვრებლების წინააღმდეგ დანაშაულებში მონაწილეობდა.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტმა ქართველი დაქირავებული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა“, - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, რატი ბურდული ეჭვმიტანილია არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში, ტერორისტული აქტის ჩადენაში, ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობის გამოყენებაში. რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, ქონების განზრახ განადგურებასა და დაზიანებაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბურდული ამჟამად პირადად მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც დაქირავებული მებრძოლი.

„გამოძიება ახორციელებს ზომებს ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ადგილსამყოფელის დასადგენად“, - აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს