უჩა ნანუაშვილი - ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი უკან დახევას არ აპირებს

[ლავროვის განცხადება] კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, უკან დახევას არ აპირებს. ამ განცხადებით, კიდევ ერთხელ, გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, ყოველგვარი პოლიტიკის და გეგმის გარეშე მოქმედებს, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომ “2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება”.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ლავროვის ეს განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია.

„ბოდიში არის ბოლო ეტაპი კონფლიქტის დარეგულირებაში, ანუ შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ეს ყველაზე ბოლოს, როდესაც მანამდე ბევრი რამ არის გაკეთებული. [ლავროვის] დღევანდელი განაცხადი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დამაზიანებელია პროცესისთვის, კონტექსტიდან ამოვარდნილი, სადაც არ ჩანს რუსეთი, როგორც მხარე, აგრესორი. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე სამწუხარო, როდესაც ხელისუფლება ვერ ხედავს რუსეთს ამ პროცესებში, პირიქით, ის დაიმედებულია და ილუზიას ქმნის, თითქოს რუსეთთან ერთად შესაძლებელია რაიმე საკითხის მოგვარება და სწორედ ეს არის ჩანასახშივე მცდარი, არასწორი და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ანუ ხელისუფლება არ ფიქრობს საქართველოს ინტერესებზე, უბრალოდ წინასაარჩევნოდ ილუზიას ქმნის, თითქოს ცდილობს კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, რაღაც ნაბიჯების გადადგმას და ამაში სწორედ რუსეთის იმედი აქვს.

[ლავროვის განცხადება] კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, უკან დახევას და აღიარების უკან წაღებას არ აპირებს. თუნდაც ამ განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, ყოველგვარი პოლიტიკის, ყოველგვარი გეგმის გარეშე მოქმედებს, ზოგადად არანაირი სტრატეგია არ გააჩნია ამ სიტუაციაში და ყველაფერს უბრალოდ ძალიან ხანმოკლე, ერთჯერად მოგებაზე გათვლილ წინასაარჩევნო ტრიუკებად იყენებს. ეს დამღუპველია, მათ შორის კონფლიქტის დარეგულირების პროცესისთვის, სადაც კონკრეტული სტრატეგია და გეგმა უნდა იყოს, თუმცა ჩვენ ამას ნამდვილად ვერ ვხედავთ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ახსარ ჯიოევს შეხვდა. როგორც ლავროვმა შეხვედრისას განაცხადა, რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის დახმარებას, 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო