შალვა ოგბაიძე - ბედნიერი ვარ, რომ  ჩემს კოლეგებთან ერთად დედაქალაქის აღმშენებლობის პროცესში ვიღებ მონაწილეობას

ბედნიერი ვარ, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად დედაქალაქის აღმშენებლობის პროცესში ვიღებ მონაწილეობას, - ამის შესახებ სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა ოგბაიძის ინფორმაციით, მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრების დროს ამომრჩეველი ხშირად ინტერესდება გაერთიანებული ოპოზიციის ქმედებებით.

„ხშირად მოგვამართავენ შეკითხვით, ხომ არ წარმოადგენს გაერთიანებული ოპოზიცია რაიმე საშიშროებას ქვეყნის იმიჯის შელახვის მიმართულებით და გვთხოვენ, აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებას“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ და აღნიშნა, რომ დისკრედიტირებული ოპოზიცია ქვეყანას ვერც ზიანს მიაყენებს და ვერც საერთაშორისო ასპარეზზე შეულახავს იმიჯს.

შალვა ოგბაიძემ სხდომაზე ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება ჩვენს დედაქალაქში.

„არ გავა დღე, რომ არ გაიხსნას ახალი სკვერი, მინი სტადიონი, ბაღი. მნიშვნელოვანია მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმა და სარეაბილიტაციო პროგრამა. ჩვენ მივდივართ სწორი გზით და ბენიერი ვარ, რომ მე ჩემს კოლეგებთან ერთად დედაქალაქის აღმშენებლობის პროცესში ვიღებ მონაწილეობას“, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს