ანა კაკაბაძე - ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს მშვიდობას, საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას

ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი და დარწმუნებული ვარ, რომ ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს მშვიდობას, - ამის შესახებ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ანა კაკაბაძემ განაცხადა.

მან კოლეგებს სიტყვით მიმართა და მიმდინარე საარჩევნო პროცესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ანა კაკაბაძემ აღნიშნა, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები თავისი არსით საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია.

„ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი და დარწმუნებული ვარ, რომ ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს მშვიდობას, საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ და საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ყველა ახალგაზრდას მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კამპანიაში ათასობით ახალგაზრდაა ჩართული, რომლებიც ირჩევენ მშვიდობას და საკუთარი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანას ცდილობენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვირჩევთ მშვიდობას, ევროპას. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პირველივე დღიდანვე არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში და ასევე იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ყოველდღიურად უერთდებიან ჩვენს რიგებს“, - აღნიშნა ანა კაკაბაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია