საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სხდომა გაიმართა, რომელიც აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადების 110 წლისთავს მიეძღვნა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართა, რომელიც ცნობილი მეცნიერისა და საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადების 110 წლისთავს მიეძღვნა.

სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა, როინ მეტრეველმა გახსნა.

როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველმა, ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა, პაატა სურგულაძემ აღნიშნა, ანდრია აფაქიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

„დღეს, საქართველოს მეცნიერება ეროვნულ აკადემიაში აღვნიშნავთ დიდი ქართველი არქეოლოგის, ისტორიკოსის, ანდრია აფაქიძის 110 წლისთავს. ანდრია აფაქიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. წლების განმავლობაში ის იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ჯერ საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების გამგე, შემდეგ ვიცე პრეზიდენტი, ამავე დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს საისტორიო საზოგადოებას.

ანდრია აფაქიძემ ფუნდამენტური ნაშრომები შექმნა საქართველოს არქეოლოგიაში. ის გახლავთ საქართველოს არქეოლოგიის ბურჯი, ქართული არქეოლოგიის შესანიშნავი და ბრწყინვალე წარმომადგენელი. მან ბევრი იღვაწა მეცნიერებისთვის. მისი გაკეთებული დიდი საქმეები საწინდარია იმისა, რომ საქართველოს არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მომავალი თაობა მის სახელს დიდი პატივით მოიხსენიებს. სასიხარულოა, რომ მეცნიერებათა აკადემია ამ მნიშვნელოვანი დღის სულის ჩამდგმელია. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ დღეს ეს დიდებული პიროვნება და მეცნიერი“, - აღნიშნა პაატა სურგულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს