პაატა დავითაია - ოკუპანტი არაფერზე დაიხევს უკან, კრემლის  განცხადებები  საფრთხეს უქმნის  ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მორიგი განცხადება ცალსახად აჩვენებს, რომ კრემლის მხრიდან ქართულ სახელმწიფოზე მიმდინარეობს ზეწოლა. ოკუპანტი არაფერზე დაიხევს უკან, მასთან კომპრომისი და დათმობა არაფრის მომტანი არ არის, - ამის შესახებ პარტია „ ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

დავითაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, დაარღვიოს დუმილი და მკაცრი რეაგირება მოახდინოს ლავროვის განცხადებაზე.

“თუ ხელისუფლებაში ვინმეს აქვს ილუზია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების რესურსი არსებობს და ამ გზით შესაძლებელია რაიმე საკითხის, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოგვარება, არის აბსურდი.

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, გაუმჯობესდეს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მხოლოდ ევროკავშირი და ნატო უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სიძლიერეს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას მშვიდობიანი გზით.

მოვუწოდებ მთავრობას, გადადგას ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. შესრულდეს ცხრა პუნქტი, რაც მოწოდებულია ევროკავშირიდან, პირველ რიგში გაუქმდეს „რუსული კანონი“ და ჩატარდეს არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში.

მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაარღვიოს დუმილის რეჟიმი, რომელშიც იმყოფება ბოლო პერიოდში, მკაცრი რეაგირება მოახდინოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს